გიგი უგულავა

უგულავა: ოქრუაშვილის პოზიცია რუსეთზე არ მომწონს, არასდროს მომეწონება

ივანიშვილმა მიიყვანა იქამდე მდგომარეობა, რომ დიამეტრალურად განსხვავებული პარტიები და პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ ერთად და აღმოჩნდნენ იმაში, რომ თამაშის წესი სჭირდება ყველას. ის, რომ მე ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა ერთად აღმოვჩნდით ეს ზუსტად მაგის შედეგია.

თუ ჩვენ ოპოზიციაში ყოფნისას არ და ვერ ვანახებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ლაპარაკი... ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე ოქრუაშვილის პოზიცია რუსეთზე მომწონს, არასდროს არ მომეწონება ეს და ის თუ ამ პოზიციას არ შეიცვლის, ჩემთვის მიუღებელი დარჩება პოლიტიკურად. ჩემთვის, გეოპოლიტიკურად რუსი და მენტალურად საბჭოთა ადამიანი ხელისუფლებაში არის სახიფათო და ის ოპოზიციაში თუ თავის ელექტორატს წარმოადგენს, ეს მისი საქმეა და მისი ამომრჩევლის.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ტვ პირველის ეთერში გადაცემაში რეაქცია.

კომენტარები