კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: COVID-19-ით ინფიცირებული ახალი პაციენტი ბოლნისის შემთხვევის კონტაქტია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევა ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტია.

"დღეს მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა შეემატა და 702 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 24-ით. იყო 432, ახლა 456-ია. ამ ეტაპზე ცენტრებში 234 პაციენტი მკურნალობს. სხვაობა გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის კარგად გაიზარდა - აჭარბებენ გამოჯანმრთელებულები 210-ით.

ეს ახალი შემთხვევა არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი", - თქვა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 30 ადამიანი მკურნალობს და მათგან ორი მძიმე პაციენტია.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ 702 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 456.

გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კომენტარები