ხვალიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება

თავდაცვის სამინისტრო

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 19 მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება.

ეს სოფლებია: ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი.

ამ სოფლებში ძალაში კვლავ დარჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს.

18 მაისიდან ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. გაუქმებული შეზღუდვების ჩამონათვალი სრულად ნახეთ აქ.

კომენტარები