კორონავირუსი საქართველოში

კომენდანტის საათის დარღვევისთვის გასულ ღამეს კიდევ 98 მოქალაქე დააჯარიმეს

შსს

ბოლო 24 საათში სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 99 ადამიანი დააჯარიმეს, აქედან 98 - კომენდანტის საათის დროს ქუჩაში გასვლის გამო, ხოლო 1 - მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს" - აცხადებს შსს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებიდან დღემდე 7 000-ზე მეტი მოქალაქე დააჯარიმეს.

კომენტარები