კორონავირუსი საქართველოში

ხუნდაძე: მთავრობას ექნება უფლება, საგანგებოს გარეშე დაარეგულიროს ეპიდემიოლოგიური ლოკაციები

მთავრობას მიენიჭოს უფლება, რომ პანდემიის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე შეძლოს კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ლოკაციებზე კრიზისის დარეგულირება, რომ მან შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა, მაგალითად, მგზავრთა გადაყვანა, სხვადასხვა კვების ობიექტების მუშაობა, სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების ფუნქციონირება. 

კანონით დაწესებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაისჯება 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით, ხოლო იურიდიული პირი 2 000 ლარიდან 10 000 ლარამდე

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, რუსთავი 2-ისთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა. მათი ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემდეგ ცვლილება შევა კანონში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისს სრულდება.

კომენტარები