შსს: საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის მოქალაქე დავაკავეთ

შსს-ის ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული, ბ.ი. საჩხერეში დააკავეს.

უწყების ცნობით, მას ბრალი წინასწარი შეცნობით 11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას. დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები