ავტოავარია

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

flickr

ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში გუშინ, 14 მაისს, მოხდა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, BMW-ს მარკის ავტომობილი ერთდროულად 3 მანქანას შეეჯახა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები