ფრენების აღდგენა

Lufthansa ივნისის ბოლომდე 130 მიმართულების აღდგენას გეგმავს

lufthansa

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ივნისის ბოლოსთვის გეგმავს, კვირაში 1 800 ორმხრივი რეისი შეასრულოს.

Lufthansa-ში აპირებენ, რომ მომდევნო თვეში 130 მიმართულებით განაახლონ ფრენა, მას შემდეგ, რაც ყველა დანარჩენი ავიაკომპანიის მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის შედეგად თითქმის ყველა ფრენის გაუქმება მოუხდათ.

Lufthansa-სთან ერთად ფრენებს აღადგენენ გერმანულ კომპანიას დაქვემდებარებული ავსტრიული ავიახაზები და შვეიცარული საერთაშორისო ავიახაზებიც.

2019 წლის მონაცემებით, Lufthansa-ს ჯგუფი ევროპაში სიდიდით მეორე ავიაკომპანიაა. რაც შეეხება ევროპის ყველაზე მსხვილ ავიაკომპანია Ryanair-ს, ირლანდიური ბიუჯეტური ავიახაზი პირველი ივლისიდან აღადგენს ფრენების 40%-ს, რაც პანდემიამდელი მიმართულებების 90%-ს მოიცავს.

კომენტარები