ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკაში 1 ახალი ინფიცირებული მიიღეს, გაეწერა 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი

რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკამ 1 ახალი კოვიდ ინფიცირებული მიიღო, რომელიც მცხეთის საავადმყოფოდან დადასტურებული დიაგნოზით ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. 

სოლოღაშვილი განმარტებით, როგორც ცნობილია, პაციენტი მცხეთის კლინიკაში ცხინვალიდან გადაიყვანეს. იგი 60 წელს გადაცილებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მდგომარეობა საყურადღებოა.

ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ცნობით, დღეს, 14 მაისს, კლინიკიდან 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. ამ დროისთვის, ბოჭორიშვილში 55 პაციენტი მკურნალობს, აქედან 45 მათგანს აქვს დადასტურებული კორონავირუსი და 5 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. კლინიკაში COVID ინფიცირებული 7 არასრულწლოვანი რჩება.

14 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში 383 პირი. ქვეყანაში სულ კორონავირუსის 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 11 პაციენტი გარდაიცვალა. 

კომენტარები