მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ჩინურ Huawei-სთან თანამშრომლობაზე აკრძალვა ერთ წლით გაახანგრძლივა

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი
Today Online

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია Huawei-სთან თანამშრომლობაზე დაწესეწებული ამკრძალავი ვადა ერთი წლით გაახანგრძლივა. აკრძალვა ეხება ამერიკულ კერძო კომპანიებს, რომლებმაც ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობით შესაძლოა საფრთხე შეუქმნან აშშ-ის ნაციონალურ უსაფრთხოებას. 

მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვის დადგენილებაში არ არის ნახსენები კონკრეტული კომპანიები, ფაქტიურად მიღებული ზომები ჩინურ Huawei-ს და ZTE-ს ეხება. აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საშიში კომპანიებთან თანამშრომლობა პრეზიდენტმა 2019 წლიდან აკრძალა.

ეს ზომა მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა საკითხთან დაკავშირებით სპეციალური დასკვნა მოამზადეს, რომლის მიხედვითაც Huawei პირდაპირ კავშირშია ჩინეთის ხელისუფლებასთან, რაც ჩინეთის კომპარტიას საშუალებას აძლევს უთვალთვალოს აშშ-ის სატელოკომუნიკაციო ქსელებს. 

სხვა რამეებთან ერთად, ამერიკულ კომპანიებს Huawei-სგან 5G ინტერნეტ კავშირისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენაც ეკრძალებათ. ამ აკრძალვის მიუხედავად, ჩინური კომპანია მცირე მასშტაბით კვლავ ოპერირებს აშშ-ში. 

კომპანიას ვაჭრობის სამინისტროსთან რამდენიმე მოქმედი ლიცენზია აქვს, რომლის ვადაც 15 მაისს იწურება. ჯერჯერობით უცნობია გააგრძელებს თუ არა ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობას აშშ-ის სახელმწიფო უწყება.

კომენტარები