2020 წელს გარდაცვლილები

92 წლის ასაკში, ამერიკელი მსახიობი ჯერი სტილერი გარდაიცვალა

Los Angeles Times

92 წლის ასაკში, ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი ჯერი სტილერი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი, მსახიობი და რეჟისორი ბენ სტილერი ავრცელებს.

"მწუხარებით გაუწყებთ, რომ მამაჩემი, ჯერი სტილერი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. ის იყო მამა, ბაბუა და 62 წლის განმავლობაში ერთგული ქმარი. მიყვარხარ მამა."

სტილერმა მეუღლე ანა მირთან ერთად, 60-იანი წლების კომედიური შოუს Stiller and Meara წყალობით გაითქვა სახელი. შეასრულა მეორეხარისხოვანი როლი საკულტო სერიალში Seinfeld. შვილთან ერთად ითამაშა ფილმებში Zoolender, Heavyweights, Hot Pursuit, Heartbreak Kid.

კომენტარები