ირანი

რაკეტის გამოცდისას ირანულმა ფრეგატმა შემთხვევით მეორე ირანული ხომალდი ჩაძირა

GETTY IMAGES

ჰორმუზის სრუტესთან რაკეტის გამოცდისას ირანულმა ფრეგატმა შემთხვევით მეორე ირანული ხომალდი ჩაძირა.

ირანის ფლოტში დაადასტურეს, რომ ინციდენტის შედეგად 19 მეზღვაური დაიღუპა და 15 დაშავდა.

ირანის რევოლუციური გვარდიის ფრეგატმა რაკეტა ნაადრევად გაისროლა და მეორე ხომალდმა ვერ მოასწრო გასცლოდა მოტივტივე სამიზნეს.

აღსანიშნავია, რომ ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობა ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა. გასულ თვეს ტრამპმა თქვა, რომ ამერიკის ფლოტს უფლება მისცა, ნებისმიერ ირანულ ნავს გაუხსნას ცეცხლი, რომელიც მათ შეავიწროებს. პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 15 აპრილს, სპარსეთის ყურეში, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 11 ნავი აშშ-ის ნავებს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა.

კომენტარები