თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 9 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. მისივე თქმით, დაინფიცირებულთა უმეტესობა თეთრიწყაროს უკავშირდება.
ეზუგბაია რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ ინფექციურში სულ 40 პაციენტი მკურნალობს და 2 სავარაუდო შემთხვევის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
"პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს და ერთი მძიმე. მათი მდგომარეობა უცვლელია", - ამბობს ეზუგბაია.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 635-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია 309, გარდაიცვალა 10 ადამიანი.





