დღეს ევროპის დღეა კიდე და სიმბოლურია, რომ ზუსტად 5 წლის შემდგომ, როდესაც ჯანსაღმა მსოფლიომ ფაშიზმი დაამარცხა, ევროპაში გაჩნდა ერთიანი თანაცხოვრების იდეა და ამ იდეამ იმხელა მაგნიტიზმის ძალა მიიღო, რომ დღესაც ჩვენ, ქართველები, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ერთიანი ოჯახის წევრები გავხდეთ.
მე მინდა, მივულოცო თითოეულ ევროპელს, ყველას, ვინც თავს ევროპელად თვლის, მათაც და მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომელსაც გვიწევენ დღეს. უხილავ მტერთან ბრძოლაში ევროპა და ევროკავშირი იყო პირველი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელმაც გამოთქვა სურვილი და კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა საქართველოს, როგორც ფინანსური, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, ინფორმაციით გაცვლის თვალსაზრისით და კიდევ ბევრი მიმართულებით.