ევროპის დღე

კობახიძის თქმით, ევროკავშირის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს

კადრი ვიდეოდან / ტვ იმედი

ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. 

"პროტოკოლის სტანდარტები არის დარღვეული. პროტოკოლი არის, როდესაც კონკრეტული საელჩო გეგმავს ღონისძიებას, მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე. რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ის საბჭოური მიდგომა, რომელსაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები, დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით იქ" - თქვა კობახიძემ.

თბილისში ევროპის დღესთან დაკავშირებით ექსპო ჯორჯიაში ღონისძიებებია დაგეგმილი. ღონისძიებაზე შეკრებილებს ქართულ ენაზე მიმართა EU-ს ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. 

როგორც ჰერჩინსკიმ თქვა, დღეს სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულიან და თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი.

კომენტარები