საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დღეს, 9 მაისს, 21:00 საათზე ორბელიანების სასახლის წინ, ევროპის დღესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებაზე ხალხს ზურაბიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიმართავენ.
შარლ მიშელს ვიდეომიმართვა ექნება. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.