ზვავი

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ მეხანძრე-მაშველებმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. 

შემთხვევა 5 მაისს მოხდა. ჩამოწოლილმა ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა. ერთი მათგანი იმავე დღეს ამოიყვანეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მეორეს კი ამ დრომდე ეძებდნენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა. ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში 532 000 ტონა თოვლისა და მიწის მასა ჩამოწვა, იყო ზვავის გამეორების საფრთხე. 

უწყების ცნობით, ადგილზე 5 ეკიპაჟი და სპეცტექნიკა იყო მობილიზებული, ასევე, მიმდინარეობდა ხევის აეროდინამიური მონიტორინგი. 

კომენტარები