ზვავი

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ზვავში მოყოლილ მოქალაქეს უკვე მეორე დღეა ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ  გზაზე ზვავში მოყოლილ მოქალაქეს უკვე მეორე დღეა ეძებენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პროცესში ჩართულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, არსებობს ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება, რაც აფერხებს სამაშველო ოპერაციას.

ზვავის ჩამოწოლის ადგილზე, დრონის საშუალებით ხდება ტერიტორიის მონიტორინგი. კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ერთ ადამიანს, რომელიც გუშინვე ამოიყვანეს ზვავიდან, ფეხის ტრავმა აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ზვავი გუშინ, 5 მაისს, ჩამოწვა.

კომენტარები