ზვავი

თეთნულდზე ზვავის შედეგად დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაშავებული ტურისტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას სამედიცინო დახმარება უტარდება. 

ტურისტი მესტიიდან თბილისში კლინიკაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაიყვანეს. 

თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაკარგული 6 ტურისტიდან 3 გარდაიცვალა, დანარჩენი სამი მოქალაქის გადარჩენა კი მაშვებელმა მოახერხეს.

კომენტარები