2020 წელს გარდაცვლილები

47 წლის ასაკში, ინგლისელი რეპერი Ty კორონავირუსით გარდაიცვალა

Daily Mirror

ინგლისელი რეპერი Ty, 47 წლის ასაკში, კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით გარდაიცვალა.

წარმოშობით ნიგერიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი ლონდონის სცენაზე 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. კარიერის განმავლობაში გამოსცა 5 სტუდიური ალბომი. 2004 წელს მიიღო ბრიტანული მუსიკალური დაჯილდოების Mercury ნომინაცია. თანამშრომლობდა ჰიპ-ჰოპ არტისტებთან De La Soul, Speech, Zion I და სხვებთან.

8 მაისის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 206,715 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გარდაიცვალა 30,615 ადამიანი.

კომენტარები