კევინ სპეისი

კევინ სპეისიმ კორონავირუსით გამოწვეული უმუშევრობა საკუთარი კარიერის კრახს შეადარა

New York Post

მსახიობი კევინ სპეისი პოდკასტს Bits & Pretzels ესტუმრა, რომელშიც კორონავირუსის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებზე ისაუბრა და პარალელი საკუთარ გამოცდილებასთან გაავლო.

"არ მიყვარს ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ კარგად მესმის მათი გასაჭირი. მგონია, რომ ვაუფასურებ მათ უნიკალურ გამოცდილებას და ძალიან პირად განცდებს. მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ვიცი რას ნიშნავს, როდესაც მთელი შენი სამყარო მოულოდნელად ინგრევა. მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდით, განსხვავებული მიზეზებით. ჩვენი განცდები იდენტურია, მესმის, როგორია როდესაც სამსახურს კარგავ და მომხდარზე გავლენას ვერაფრით ახდენ."

კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში რამდენიმე ადამიანმა მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც 2017 წელს ენტონი რეპმა თქვა, რომ 14 წლის ასაკში 26 წლის სპეისიმ მასზე იძალადა. ბრალდების საპასუხოდ, მაშინ მსახიობმა წერილი გამოაქვეყნა და ძალადობის ფაქტი არ უარყო, ასევე დაწერა, რომ ის გეია. სპეისისთან ურთიერთობა ყველა კინოსტუდიამ შეწყვიტა, იგი დაითხოვეს სერიალიდან House of Cards, რეჟისორმა რიდლი სკოტმა დასრულებული ფილმიდან All the Money in the World მსახიობის სცენები ამოჭრა და მისი პერსონაჟი ხელმეორედ კრისტოფერ პლამერმა განსახიერა.

2019 წლის 17 ივლის პროკურატურამ მსახიობს ბრალდება მოუხსნა. 

კომენტარები