იტალია

"ზაოდი" - იტალიაში ომში დაღუპულთა მემორიალს ქართულად მიაწერეს

facebook

იტალიის ქალაქ გრავინა ინ პულიას მერის ალესიო ვალენტეს ინფორმაციით, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი დააზიანეს და "ზაოდი" მიაწერეს. 

ქალაქის მერმა ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ საკითხს სამართალდამცავი ორგანოები უკვე იძიებენ.

"ჩვეულებრივი იდიოტები. პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტებს მისცა თავისუფალ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა.

პოლიციას უკვე შევატყობინეთ და იმედია, ისინი იპოვიან დამნაშავეებს. ვითხოვ, რომ ისინი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთონ. იმედია, ესმით თუ რამდენად საშინელია მათი ქმედება. მოინანიებენ და ეყოფათ სიმამაცე რომ შეცდომა გამოასწორონ",- წერს მერი და აღნიშნავს, რომ მემორიალი წარწერისგან უახლოეს საათებში გაიწმინდება. 

მერის პოსტს ქართველები ეხმაურებიან და ვანდალიზმისთვის ბოდიშს უხდიან. 

კომენტარები