კორონავირუსი და ეკონომიკა

კრიზისის შედეგად აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნები 33.3 მილიონამდე გაიზარდა

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნათა რაოდენობამ 33.3 მილიონს მიაღწია, რაც მთლიანი სამუშაო ძალის 20%-ია.

უკანასკნელი კვირის მანძილზე უმუშევრობის შემწეობა კიდევ 3.2 მილიონმა ამერიკელმა მოითხოვა. ერთ კვირაში შემწეობის მოთხოვნის ისტორიულად მაღალი მაჩვენებელი მარტში აღირიცხა, როცა შემწეობა 6.9 მილიონმა ადამიანმა მოითხოვა.

ეკონომისტების შეფასებით, უმუშევრობის დონზე აშშ-ში 15%-ს აღწევს, როცა ჯერ კიდევ ორი თვის წინ 3.5%-ს არ ცდებოდა, რაც ბოლო 50 წელიწადში ყველაზე კარგი მაჩვენებელი იყო.

აშშ-ში ამჟამად ახალი კორონავირუსის 1 232 000-მდე შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 74 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 190 ათასამდე გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები