კორონავირუსი საქართველოში

გახარია: საქართველოს აქვს შესაძლებლობა გამოყოს COVID-19-ისგან უსაფრთხო ზონები

საქართველოს აქვს შესაძლებლობა გამოყოს Covid-19-ისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები. ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი და კიდევ ბევრი რამ. განსაკუთრებით ის ბორჯომის კურორტები, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირდებოდნენ როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელ ზონებად. ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, იმიტომ რომ ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო ადგილობრივი ტურიზმისთვის 15 ივნისიდან, ხოლო უცხოელი ტურისტებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება.

კომენტარები