მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმა

მთავრობა: 20 მილიონამდე ბრუნვის სასტუმროებს, საბანკოს სესხის პროცენტის 80%-ს დავუფარავთ

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის სექტორისთვის მომზადებული ანტი-კრიზისული გეგმა წარმოადგინა. განახლებული გეგმის თანახმად ტურიზმის სექტორისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ფართოვდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე იცვლება მცირე და საშუალო ზომებისთვის სესხის სუბსიდირების კრიტერიუმები.

"დღეს ვაწესებეთ ახალ ნორმას, ჩვენ დავასუბსიდირებთ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მილიონ ლარამდე, მათ დავუბსიდირებთ სესხის პროცენტის 80%-ს, 5 მილიონ ლარამდე.", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

აპრილში, მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმის თანახმად სესხზე პროცენტის სუბსიდირებას ის სასტუმროები იღებდნენ, რომელთან ზომაც 4-დან 20 ნომრამდეა. ამჯერად კი სუბსიდიით სარგებლობა შეეძლება ნებიმისმიერ სასტუმროს, რომლის წლიურ ბრუნვაც 20 მილიონ ლარს არ აღემატება. 

ტურიზმის სექტორის სტიმულირების გეგმის პრეზენტაციისას, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროგრამა ქვეყანაში არსებული სასტუმროების 95%-ს შეეხება.

"უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ვთავაზობთ ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო და ეს არის უდიდესი უმრავლესობა, 95%-ზე მეტი სასტუმროს ინდუსტრიისა. ჩვენ მოვახდენთ მათი საბანკო სესხის პროცენტის 80 პროცენტის სუბსიდირებას, სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა გაგრძელდება 6 თვე. ასევე დავეხმარებით და დავუსუბსიდირებთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ მალე გახდება აქტუალური და ასევე დაეხმარება ჩვენს ტურისტულ ობიექტებს, რომ საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე."

ტურისტული სექტორი საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა, მხოლოდ გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსულმა თანხამ 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

კომენტარები