მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმა

გახარია: ტურისტული სექტორი წელს ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის სექტორისთვის მომზადებული ანტი-კრიზისული გეგმა წარმოადგინა. განახლებული გეგმის თანახმად ტურიზმის სექტორისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ფართოვდება. 

"ტურიზმის სექტორი 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, და ეს დარგის არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადი გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე, აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომი ეტაპობრივი გადახდის სქემებზე ლაპარაკი შესაძლებელია", — განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, მთავრობის თავდირველი გეგმის თანახმად, ტურისტული სექტორისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადი 4 თვით, ნოემბრამდე გადავადდა. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე იცვლება მცირე და საშუალო ზომებისთვის სესხის სუბსიდირების კრიტერიუმები. აპრილში წარმოდგენილი გეგმის თანახმად სესხზე პროცენტის სუბსიდირებას ის სასტუმროები იღებდნენ, რომელთან ზომაც 4-დან 20 ნომრამდეა. ამჯერად კი სუბსიდიით სარგებლობა შეეძლება ნებიმისმიერ სასტუმროს, რომლის წლიურ ბრუნვაც 20 მილიონ ლარს არ აღემატება.

გახარიას თქმით, მომდევნო კვირების განმავლობაში ანტი-კრიზისული გეგმები მომზადდება სოფლის მეურნეობის, მშენებლობის და სხვა დაზარალებული სექტორებისთვის.

კომენტარები