მთავრობის ანტი-კრიზისული გეგმა

გახარია: ტურიზმის სექტორისთვის საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადავადდება

საქართველოს მთავრობა / Screengrab

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმებზე ისაუბრა. გახარიას თქმით, პოსტ-კრიზისული გეგმის პირველი ნაწილი ტურიზმის სექტორს შეეხება. 

"ტურიზმის სექტორი 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, და ეს დარგის არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადი გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე, აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომი ეტაპობრივი გადახდის სქემებზე ლაპარაკი შესაძლებელია", — განაცხადა გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე იცვლება მცირე და საშუალო ზომებისთვის სესხის სუბსიდირების კრიტერიუმები. აპრილში წარმოდგენილი გეგმის თანახმად სესხზე პროცენტის სუბსიდირებას ის სასტუმროები იღებდნენ, რომელთან ზომაც 4-დან 20 ნომრამდეა. ამჯერად კი სუბსიდიით სარგებლობა შეეძლება ნებიმისმიერ სასტუმროს, რომლის წლიურ ბრუნვაც 20 მილიონ ლარს არ აღემატება.

"დღეს ვაწესებეთ ახალ ნორმას, ჩვენ დავასუბსიდირებთ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მილიონ ლარამდე, მათ დავუბსიდირებთ სესხის პროცენტის 80%-ს, 5 მილიონ ლარამდე.", — ამბობს გახარია. 

გახარიას თქმით, მომდევნო კვირების განმავლობაში ანტი-კრიზისული გეგმები მომზადდება სოფლის მეურნეობის, მშენებლობის და სხვა დაზარალებული სექტორებისთვის.

კომენტარები