ავატარი

ფოტო ახალი ავატარის გადასაღები მოედნიდან

Deadline

პროდიუსერმა ჯონ ლანდაუმ ავატარის გაგრძელების გადასაღები მოედნიდან ფოტო გამოაქვეყნა.

"ფოტო ავატარის გაგრძელების გადასაღები მოედნიდან. ჯიმი(ჯეიმს კამერონი) მსახიობებს წყალში ჩასვლამდე მითითებებს აძლევს. რა არის თეთრი ნივთიერება წყლის ზედაპირზე? ეს პატარა თეთრი ბუშტებია, რომლებიც მოძრაობის დაფიქსირების სისტემას იცავს და ასევე ადამიანებს საჭიროების შემთხვევაში ზედაპირზე უსაფრთხოდ ამოსვლაში ეხმარება,"-წერს ლანდაუ.

ჯეიმს კემერონი ერთდროულად ავატარის ოთხ გაგრძელებას იღებს. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ამ დროისთვის გადაღებები ახალი კორონავირუსის გამო არის შეჩერებული.

კომენტარები