ავატარი

AVATAR 2-ის პირველი ტიზერი გამოვიდა

სტუდია დისნეიმ Avatar 2: The Way of Water-ის პირველი ტიზერი გამოაქვეყნა. 

ცნობილი ბლოკბასტერის მეორე ნაწილზე ჯეიმს კამერონი რამდენიმე წელი მუშაობდა. რეჟისორმა პარალელურად მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილებიც გადაიღო. 

ახალ ფილმის მოქმედება კვლავ პლანეტა პანდორაზე ხდება. ნაცნობ როლებს დაუბრუნდნენ სემ უორტინგტონი და ზოი სალდანა. 

პირველი ნაწილი 2009 წელს გამოვიდა და კინოგაქირავების ნამდვილი ჰიტი გახდა. დღემდე ავატარი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმია. ბლოკბასტერმა კინოგაქირავებაში $2 847 379 794 მოაგროვა.

ავატარის მეორე ნაწილი 2022 წლის 15 დეკემბერს გამოვა. 

კომენტარები