ავატარი

ავატარის მეორე ნაწილის გადაღებები დასრულებულია

Digital Spy

რეჟისორი ჯეიმს კამერონი ავატარის ოთხ გაგრძელებაზე ერთდროულად მუშაობს. არნოლდ შვარცენეგერისთვის მიცემულ ინტერვიუში კამერონმა აღნიშნა, რომ მეორე ნაწილის გადაღებები დასრულებულია.

"COVID-19-მა საშინელი დარტყმა მოგვაყენა, 4.5 თვე დავკარგეთ. ამის გამო პრემიერამ 2022 წლის დეკემბერში გადაინაცვლა. ამ ეტაპზე ავატარ 2-ზე მუშაობა დასრულებულია, ასევე, მესამე ნაწილის 95% გადაღებულია, მაგრამ კიდევ ორი ნაწილი გვაქვს გადასაღები, გარდა ამისა მონტაჟს და ვიზუალურ ეფექტებს შესაბამისი დრო სჭირდება". – ამბობს რეჟისორი.

ავატარის ახალ ნაწილებში მთავარ როლებს ისევ ზოე სალდანა და სემ უორტინტონი ასრულებენ. სამსახიობო შემადგენლობას ქეით უინსლეტი და კლიფ კერტისი შეემატნენ. ძველ როლს დაუბრუნდა სიგურნი უივერი.

კომენტარები