კორონავირუსი

ჯონსონი: გვსურს. მაისის ბოლომდე ბრიტანეთში დღეში 200 000 ტესტის ჩატარება შევძლოთ

ბორის ჯონსონი
Reuters

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა, რომ მთავრობას ამბიცია აქვს, მაისის ბოლომდე დღეში კორონავირუსის 200 000  ტესტის ჩატარება შეძლოს. ამის შემდეგ კი - უფრო მეტის.

"ფანტასტიკური ტესტირების რეჟიმი აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება ჩვენი გრძელვადიანი ეკონომიკური აღდგენისთვის," - განაცხადა ჯონსონმა.

პრემიერმინისტრის სპიკერის განცხადებით, ასე მთავრობა საავადმყოფოებში და სხვა სექტორებში ასიმპტომური ადამიანების ტესტირებას უზრუნველყოფს.

30 აპრილს ბრიტანეთმა მიზანს მიაღწია და ქვეყანაში დღეში სულ მცირე 100 000 ტესტი ჩატარდა. 

26 აპრილიდან ბრიტანეთში მობილური ჯგუფები მოძრაობენ, რათა ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოონ.

პრემიერმინისტრმა ჯონსონმა განაცხადა, რომ ამჟამად მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს. 

ჯონსონი თემთა პალატაში დღეს პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

6 მაისის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში ახალი კორონავირუსი 194 990 პირს დაუდასტურდა. 29 427 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები