მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება მსოფლიოში. მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ტაძრები, მონასტრები დაკეტილია და ხალხი იძულებულია წავიდეს სოფლებში და იქ ილოცოს, იქ დაესწროს წირვას. ჩვენ თავისუფლად ვართ აქ, დიდება და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისთვის.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება. ეს არის მოქცევა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად.
ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი მწუხარება სიხარულად გადაიქცეს.