ახალი კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: ყველას ვურჩევდი, ჯერჯერობით, ძალიან ნუ დავმშვიდდებით - არ გავთამამდეთ

საფრთხე, ალბათ, ისევ მძაფრი არაა, მაგრამ მე მაინც ყველას ვურჩევდი, რომ ჯერჯერობით, ძალიან ნუ დავმშვიდდებით. ღონისძიებები, რომლებიც იქნება ჩვენზე მოწოდებული, მაინც ყველაფერი შევასრულოთ.

ის ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოსა და ეპიდემიოლოგების მიერ ტარდება შესწავლილია და დამუშავებული. ვნახეთ, რომ ამ ტაქტიკამ მართლაც გაამართლა, რადგან ნამდვილად მცირე რაოდენობა გვაქვს კორონავირუსით ინფიცირების და ნამდვილად კარგი შედეგები დავდეთ.

ვფიქრობ, უნდა მივყვეთ იმ მითითებებეს და რეკომენდაციებს, რაც იქნება - არ გავთამამდეთ. დავიცვათ და დავინდოთ ერთმანეთი.

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე, ტვ პირველის გადაცემაში "რეაქცია".

კომენტარები