ახალი კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ერთერთი სპეციფიკური სიმპტომი COVID 19-ის, ადრეულ სტადიაზე, ყნოსვისა და გემოს დაკარგვაა

ერთერთი სპეციფიკური სიმპტომი ამ ვირუსის, თანაც ადრეულ სტადიაზე, არის ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. მინდა ეს ყველამ იცოდეს, რადგან შესაძლოა ეს იყოს კარგი ინდიკატორი იმისთვის, რომ მივხვდეთ, რომ გვაქვს ინფექცია. რადგან, ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ცხელებაც, ძალიან ზოგადია, ყველა დაავადებას ახლავს. ყნოსვის და გემოს დაკარგვა, ყველას არ ახლავს.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, ტვ პირველის გადაცემაში "რეაქცია" ისაუბრა.

კომენტარები