კორონავირუსი საქართველოში

კობახიძე: უნდა გადავწყვიტოთ, სრულდება 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა თუ შეიძლება, გაგრძელდეს

რაც შეეხება 26 მაისს, ცოტა საეჭვოა, ამ დროისთვის შესაძლებელი იყოს რაიმე მასობრივი ღონისძიების ორგანიზება, ასევე, ბუნებრივია, ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, სრულდება 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა თუ შეიძლება გახდეს ამ მდგომარეობის გაგრძელება საჭირო, პირობითად, 1 თვით ან რამდენიმე კვირით.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები მოვლენებზე დაკვირვების საფუძველზე. ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული და ბუნებრივია, იქნება განსაზღვრული დინამიკა და ამ დინამიკას ჩვენ ბოლომდე ვერ ვმართავთ. არის ეპიდემია, რომელიც შეიძლება ან ერთი ან მეორე ფორმით გავრცელდეს

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში.

კომენტარები