კორონავირუსი საქართველოში

მიტროპოლიტი საბა: "არ დაესწრო აღდგომას" - ამას ვინ იტყვის, თუ არა ეშმაკი

მთელი ძალისხმევა ნუ იქნება მიმართულება იმისკენ, თუ როგორ დავაღწიოთ თავი ვირუსსა და პანდემიას. ამაზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, ვიზრუნოთ, თავი დავიცვათ, თუმცა მე, როგორც ღვთისმსახურს, მევალება, რომ ვთქვა, რომ ეს არ არის უპირველესი საქმე ადამიანისა, ქრისტიანისა. უპირველესი საქმეა, როგორ დავაღწიოთ თავი ეშმაკის მიერ დაგებულ მახეს და ეს მახე, მე წლების განმავლობაში ხშირად მითქვამს და ისევ გავიმეორებ, ეს მახე არის ის ტექნოლოგიები, რომლებიც ადამიანმა განავითარა სულიერების ხარჯზე, რწმენის ხარჯზე.

დღევანდელ დროს, ამ პერიოდში მთელ მსოფლიოში კატეგორიული მოწოდება იყო, ქრისტიანი იყო თუ არაქრისტიანი, იყო მოწოდება, "დარჩით სახლში", "განმარტოვდით", "ნუ წახვალთ ეკლესიაში", "ნუ აღნიშნავთ ტრადიციული წესით აღდგომის დღესასწაულს". მე არ ვიცი, ადამიანს რამდენად შეიძლება, დახშული ჰქონდეს გონება, სულიერი თვალი, ხედვა, რომ მიხვდეს, "არ დაესწრო აღდგომას", ამას ვინ იტყვის, თუ არა ეშმაკი. ეს არის სწორედ ის უხილავი მტერი, რომელიც ადამიანის გონებაში, ადამიანის ცნობიერებაში სამწუხაროდ, შემოვიდა და ადამიანს ეს საბედისწერო შეცდომა დააშვებინა

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ ამის შესახებ 3 მაისს, საკვირაო ქადაგებისას ილაპარაკა და იმ ღვთისმსახურების შერცხვენას შეეცადა, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნეს და სააღდგომო დღესასწაულის შინ აღნიშვნისკენ მოუწოდეს.

კომენტარები