ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, დღეს კლინიკიდან 2 პაციენტი გაეწერება. მისივე თქმით, აქედან ერთი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტია, ხოლო მეორეს ვირუსი არ დაუდასტურდა.
მისივე თქმით, კლინიკა უკვე 25-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
"ამჟამად, 13 პაციენტი გვიწევს. 12 კოვიდინფიცირებულია. ერთი გამოკვლევაზე იყო, შედეგები ღამით მივიღეთ, უარყოფითია და გაეწერება დღეს სტაციონარიდან. ასევე, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 1 პაციენტიც დატოვებს კლინიკას. 2 პაციენტი გაეწერება", - ამბობს თემურ ნადირაძე.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 593 გახდა. აქედან 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 - გარდაიცვალა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



