თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკას მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი ჰყავს. მისი თქმით, პაციენტი არსებული წყაროს კონტაქტია.
"ახალი პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, ჯერჯერობით, საშუალოზე მსუბუქია. ვნახოთ დინამიკა როგორი გვექნება ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენთან მწოლიარე პაციენტის კონტაქტია, ანუ ძველი წყაროა", - ამბობს ეზუგბაია.
მისივე თქმით, კლინიკაში სულ 55 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. კლინიკას სულ 71 გამოჯანმრთელებული ჰყავს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 593 გახდა. აქედან 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 - გარდაიცვალა.





