კორონავირუსი საქართველოში

ერთ დღეში 78 პირი კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს, 16 - დისტანციის დაუცველობისთვის

შსს

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 103 ადამიანი დააჯარიმეს. შსს-ს ცნობით, აქედან 78 მოქალაქე კომენდანტის საათის დარღვევისთვის, ხოლო 16 - საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი დისტანციის დაუცველობის გამო.

გარდა ამისა, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 5 ადამიანი, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კი, 4 პირი დააჯარიმეს. 

"საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს" - აცხადებს შსს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაწესებიდან დღემდე, სამართალდამცველებმა 20 მილიონ ლარამდე ჯარიმები გამოწერეს.

კომენტარები