კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, პროგნოზი გაურკვეველია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტია მოთავსებული - 5 მათგანს მძიმე პნევმონია აქვს, ხოლო ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. 

"პროგნოზი ჯერჯერობით გაურკვეველია. მისი მდგომარეობის სიმძიმეს ასაკიც განაპირობებს. 80 წელს გადაცილებულია და თანხმლები დაავადებებიც აქვს. შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადება. ამდენად, ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა იცვლება კრიტიკულად",- ამბობს ეზუგბაია ტელეკომპანია პირველთან საუბარში და აღნიშნავს, რომ ბოლნისიდან გადმოყვანილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. 

მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი კორონავირუსით ინფიცირებული არ არის.  

3 მაისის დილის მონაცემებით, კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ადამიანს და ინფიცირებულთა რიცხვი 489 გახდა. გამოჯანრთელდა 215 და გარდაიცვალა 8 ადამიანი. 

კომენტარები