კორონავირუსი საფრანგეთში

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 24 ივლისამდე გაგრძელდება

Reuters

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანის ცნობით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 24 ივლისამდე გახანგრძლივდა.

ეს ინიციატივა ორშაბათს, 4 მაისს, საფრანგეთის პარლამენტს წარედგინება. ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის მოხსნა ნაადრევია და ასევე ვირუსული ინფექციის გაზრდის რისკების შემცველიც.

საფრანგეთში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 24 მარტს გამოცხადდა.

ახალი კორონავირუსით საფრანგეთში 167 346 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 24 500-ზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 50 000-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა.

ამავდროულად, საფრანგეთი ეტაპობრივად ვირუსის გამო შემოღებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს. კონკრეტულად კი, კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინი 11 მაისისთვის მოიხსნება.

კომენტარები