კორონავირუსი საქართველოში

რატიანი მედიას: პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ვემსახუროთ ქვეყანას, გთხოვთ, გვაცალეთ მუშაობა

ჩემი მედპერსონალი ემორჩილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს აღჭურვილი და რა ეტაპაზე რა უნდა განვახორციელოთ, მაგრამ ერთიც გავითვალისწინოთ - არც ერთი არ ვართ დაზღვეული, არც მე, მათ შორის, რომ არ დავინფიცირდებით, არ დავმძიმდებით, არ გადავალთ რეანიმაციაში და რომ ჩვენი სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით რ დამთავრდება. ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ვემსახუროთ ქვეყანას. ძალიან გთხოვთ გვაცალეთ მუშაობა! ჩვენ თქვენ გემსახურებით.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი

კომენტარები