კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: covid 19-ით ინფიცირებული 76 პაციენტი გვყავს, რეანიმაციულ განყოფილებაში 7 მკურნალობს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 90 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 76 კორონავირუსით ინფიცირებულია. გუშინ მივიღეთ ოთხი ახალი შემთხვევა. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, არცერთ ამ პაციენტთან არ ვლინდება რაიმე პათოლოგიური ცვლილება, როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული მონაცემებით. რეანიმაციულ განყოფილებაში შვიდი პაციენტი მკურნალობს, აქედან სამი არის სპონტანურ სუნთქვაზე, ოთხი - ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი.

კომენტარები