პაციენტების მდგომარეობა

ეზუგბაია: ახალი პაციენტებიდან ერთი კრიტიკულია, ასაკოვანი ადამიანია, თანმხლები დაავადებით

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში 7 ახალი პაციენტია, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ დადასტურებული. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც ეზუგბაია ამბობს, ინფიცირებული პირი ასაკოვანია და აქფვს თანმხლები ჰიპერტონიული დაავადებაც.

ახალ პაციენტებს შორის 3 მოზარდია. ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისათის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 13 დაინფიცირებული მოზარდი მკურნალობს და როგორც ეზუგბაია ამბობს, ყველა მათგანის მდგომარეობა კეთილსაიმედოა.

ინფექციურში სულ კორონავირუსით დაინფიცირებული 27 პაციენტი მკურნალობას, საიდანაც ერთი კრიტიკულია, 5 კი მძიმე პნევმონიით. 

სულ კოვიდ ცენტრებში 368 პაციენტი მკურნალობს. 

საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, 207 გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები