ცნობილი ადამიანები

ბრიტნი სპირსის თქმით, მან შემთხვევით თავისი სახლის სპორტული დარბაზი დაწვა

ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ბრიტნი სპირსმა საკუთარ Instagram გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ყვება, შემთხვევით როგორ დაწვა თავისი სახლის სპორტული დარბაზი.

"მოგესალმებით მეგობრებო, ახლა სპორტულ დარბაზში ვარ. აქ უკვე 6 თვეა არ ვყოფილვარ, რადგან სპორტული დარბაზი ბოლომდე დავწვი", - თქვა მომღერალმა.

მისი თქმით, ხანძრის მიზეზი ანთებული სანთლები გახდა.

"ორი სანთელი მქონდა, ერთი რაღაც მეორეს მიყვა და ასე დაიწვა [დარბაზი]. დარბაზში შემოვედი და ცეცხლი გიზგიზებდა. ღმერთის მოწყალების გამო არავინ დაშავებულა", - თქვა მომღერალმა.

ბრიტნი სპირსი იხსენებს, რომ ხანძარმა თითქმის ყველა სპორტული ტრენაჟორი დაწვა.

"სამწუხაროდ, მხოლოდ ორი ტრენაჟორი და ერთი სარკე დამრჩა. თუმცა, ყველაფერი უარესად შეიძლება, ყოფილიყო, მადლიერი ვარ", - თქვა მომღერალმა.

 

კომენტარები