კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

ომის ვეტერანი, რომელმაც ჯანდაცვის სამსახურებისთვის 37$ მლნ. შეაგროვა, 100 წლის გახდა

BBC

მეორე მსოფლიო ომის ბრიტანელ ვეტერანს, ტომ მურს, რომელმაც ეროვნული ჯანდაცვის სერვისისთვის 37$ მილიონი შეაგროვა, დღეს, 30 აპრილს, 100 წელი შეუსრულდა.

ტომ მურმა რამდენიმე კვირის წინ გადაწყვიტა, იორკშირში საკუთარი სახლისთვის გარშემო 100-ჯერ შემოევლო და დონაციები მიეღო ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისისთვის.

ტომ მურს სურდა, 1000 ფუნტი შეეგროვებინა იმ მედიკოსებისათვის, ვინც კიბოს და მოტეხილი ფეხის მკურნალობაში დაეხმარნენ.

თუმცა, მალევე, აქციამ ყურადღება მიიქცია და რამდენიმე კვირაში მან 37$ მილიონი შემოწირულობა მიიღო.

მურის მოწოდებას მილიონზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა და თანხა გადარიცხა. მათ პეტიციაც შეადგინეს და მისი რაინდად კურთხევა ითხოვეს. პეტიციას უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ისტორია სრულად ნახეთ აქ.

კომენტარები