ოსკარი

ოსკარის ნომინაციებს ონლაინ პრემიერების მქონე ფილმებიც მიიღებენ

Deadline

ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, ოსკარის ისტორიაში პირველად ონლაინ პრემიერების მქონე ფილმები კონკურსზე დაიშვებიან.

აქამდე ოსკარის ნომინაციის მისაღებად ფილმი მინიმუმ შვიდი დღის განმავლობაში კინოგაქირავებაში უნდა ყოფილიყო.

აკადემიის წარმომადგენლების განცხადებით კინოს მაგიის განცდა მხოლოდ დიდ ეკრანზეა შესაძლებელი, თუმცა ახალი კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით დათმობაზე წასვლა მოუწიათ.

ახალი რეგულაცია იმ ფილმებზე გავრცელდება რომლებიც ფართო კინოგაქირავებაში კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ გამოვიდა.

კინოთეატრების ფუნქციონირების აღდგენისთანავე აკადემია ნომინანტთა შერჩევის ძველ წესს დაუბრუნდება.

კომენტარები