კორონავირუსი საქართველოში

დევნილთა სააგენტო: 362 დევნილს ფულით ერთჯერადად დავეხმარებით, 150 ოჯახს - ქირის თანხით

ტაბულა / Shutterstock

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებით, ისინი 362 დევნილს ერთჯერადად დაეხმარებიან. მათივე ცნობით, ფულადი დახმარების გარდა, სააგანტო 150 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებლის ქირის თანხით უზრუნველყოფს. 

სააგენტოს განცხადებით, ამ მიმართულებით აპრილის თვეში სააგენტოს ბიუჯეტიდან 62 250 ლარი გამოიყო. 

"ერთჯერადი ფულადი დახმარება, სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გაიცემა. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გაითვალისწინა ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა და ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება კრიტერიუმების შესაბამისად დააკმაყოფილა", - წერია განცხადებაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებულმა ეკონომიკურმა, თუ სხვა სახის შეზღუდვებმა მოსახლეობის დიდ ნაწილზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. 

ეკონომიკური კრიზისის სამართავად მთავრობამ გეგმა 24 აპრილს, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებიდან ორი დღის შემდეგ წარადგინა. 

კომენტარები