ხანძარი

სამხრეთ კორეაში სამშენებლო ობიექტზე გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა

GETTY IMAGES

სამხრეთ კორეის ქალაქ იჩონში სამშენებლო ობიექტზე გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სულ მცირე 10 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის მიხედვით, ხანძარი ობიექტის სარდაფში აალებადი მასალის აფეთქებამ გამოიწვია. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ის უკვე ჩააქრეს.

დაღუპულები ობიექტზე მუშაობდნენ. ხანძრის გაჩენისას სულ 78 ადამიანი მუშაობდა, მათი ნაწილის პოვნა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

კომენტარები