ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მილიონი დოლარის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო

WB

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მილიონი დოლარის ფინანსური მხარდაჭერის ფინანსური პაკეტი გამოუყო. ეს თანხა Covid-19-ის პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე მსოფლიოს ბანკის სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია.

"მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო, რათა დაეხმაროს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19 -ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში. აღნიშნული დაფინანსება მსოფლიო ბანკის COVID- 19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF). მსოფლიო ბანკი, ასევე, თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანადაფინანსების
ხელშეკრულებით დამატებით 100 მლნ. აშშ დოლარის მოსაზიდად", – ნათქვამია განცხადებაში. 

წინა პერიოდში საქართველოს მთავრობაში აცხადებდნენ, რომ საქართველო, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, პარტნიორი ორგანიზაციებიდან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან 3 მილიარდ დოლარს მიიღებს. 

ამ თანხის ნახევარი უშუალოდ სახელმწიფოს მხარდასაჭერად, საბიუჯეტო პროგრამების განხორციელებაზე დაიხარჯება, ხოლო მეორე ნახევარს საქართველოს ფინანსური და ბიზნეს სექტორი მიიღებს.

 

კომენტარები